არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ს განცხადებით, საქართველოს 27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების თანხები კანონით დასაშვებ ოდენობაზე მეტია. მათ შორისაა ტყიბულის მუნიციპალიტეტი.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, “გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.”
ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და რეგიონების მიხედვით წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრისას არ აქვთ გათვალისწინებული,ნათქვამია „სარეთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.
იმერეთი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.28 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 349 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები – 5 338 800 ლარი). ვანის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.77 %-ია (შრომის ანაზღაურება – 1 619 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები – 5 829 000 ლარი). საჩხერის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 26.85 %-ია (შრომის ანაზღაურება – 2 133 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 7 944 600 ლარი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.93 %-ია (შრომის ანაზღაურება – 1 648 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 6 355 100 ლარი).
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს:
1. შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება და შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები შესაბამისობაში მოიყვანონ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლით დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების და შრომის ანაზღაურების 25%-იან ზღვართან.
2. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაანაწილონ.