დღეს ტყიბულში ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ს რაიონული ოფისი გაიხსნა, რომელიც პოლიტიკური ცენტრის თავჯდომარემ ზურა ჯაფარიძემ გახსნა,
მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტიკური ცენტრის წევრები პავლე კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე.
ოფისის გახსნას ასევე „გირჩის“ ადგილობრივი მხარდამჭერები დაესწრო. ოფისის ხელმძღვნალად ტყიბულელი რატი გიორგაძე დაინიშნა.
როგორც პოლიტიკური ცენტრი“გირჩის“ თავჯდომარემ ზურა ჯაფარიძემ „ოკრიბანიუსს“განუცხადა – “დღეს ტყიბულში გავხსენით ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ს ოფისი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონებში ასეთი ოფისების გახსნა,იმიტომ რომ ოფისები არის ჩვენთვის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეები მოვიდნენ ჩვენს ოფისებში, რომლებიც პრაქტიკულად 24 საათი ღიაა და მოუყვნენ საკუთარი პრობლემების შესახებ. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა მოქალაქეებს გააცნოს გირჩის ხედვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აპირებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას, მათშორის ცხადია პირველ რიგში ეს ეხება ეკონომიკურ და სოციალური პრობლემების მოგვარებას.
მინდა ტყიბულელებს მივულოცო ოფისის გახსნა, ჩვენ ასევე დღეს დავასახელეთ ოფისის ხელმძღვანელი ტყიბულში, მას რატი გიორგაძე უხელმძღვანელებს.
ჯერჯერებით მაჟორიტარის დასახელებისგან თავს ვიკავებთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას.
მგონია ეს ოფისი იქნება ისეთი რომელიც გვაქვს სხვადასხვა რაიონებში, რომელიც არის ძალიან აქტიური და რომელიც მიიზიდავს ადგილობრივ ახალგაზრდებს.იმიტომ რომ ჩვენი პროგრამა განსაკუთრებით მიმზიდველი არის ახალგაზრდებისთვის.საბოლოო ჯამში ასეთი ოფისები და ასეთი აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან იქნება გარკვეული წარმატების საწინდარი ჩვენთვის“ აცხადებს ზურა ჯაფარიძე.