სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ 8 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ქალაქის ცენტრში საკუთარი შემოქმედება ქალაქისა და სოფლების თორმეტივე საბავშვო ბაღმა წარადგინა.
საგანგებოდ აღნიშნული ღონისძიებისთვის შესაბამის კოსტუმებში გამოწყობილმა პატარებმა ქართულ და უცხოურ კომპოზიციებზე ცეკვები დიდი მონდომებით შეასრულეს. მათთან ერთად კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს ყველა ბავშვისათვის საყვარელმა ზღაპრის გმირებმა მაშა და დათვმა, ასევე მინიმაუსმა და მიკიმაუსმა.
ღონისძიების პარალელურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მხატვრობა მოეწყო. პატარებმა საკუთარი სამყარო ფერადი ცარცის საშუალებით ასფალტზე დახატეს. კონცერტს უამრავი მაყურებელი დაესწრო, პატარების ზეიმზე ამ დღეს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძეც იმყოფებოდა. მან ყველა ბავშვს ეს დღე პირადად მიულოცა.
ღონისძიების დასასრულს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებისგან ყველა ბავშვმა ნაყინები მიიღო საჩუქრად.
თეონა ჯანელიძე