ორი დღის მანძილზე მინდინარეობდა თბილისში საქართველოს ღია ჩემპიონატი “კუნგ ფუ სანდაში”. შეჯიბრებები სპორტსაზოგადოება “მართვეს” სპორტულ დარბაზში გაიმართა.მასში საქართველოს ყველა რეგიონის 27 ორთაბრძოლის კლუბი იღებდა მონაწილეობას. 177 მონაწილე ტურნირზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში იქნენ გადანაწილებულნი, სადაც ვაჟებთან ერთად გოგონებიც ასპარეზობდნენ. შეჯიბრებაში ტყიბულიდან კლუბ “რატის” სპორტსმენებთან ერთად (ხელმძღვანელები: ოლეგ ფანჩულიძე და ვანო ბოჭორიშვილი) კარატეს სკოლა (ხელმძღვანელი: ლევან კუბლაშვილი) და საწირის კლუბი “გიორგი” (ხელმძღვანელი: გიორგი ცირეკიძე) იყვნენ მიწვეულები.
ტურნირის საზეიმო გახსნაზე დაჯილდოვდნენ წლის შედეგების მიხედვით “წლის საუკეთესო სპორტსმენები” ყველა კლუბიდან. მათ შორის ტყიბულის კლუბ “რატიდანაც” და ესენი არიან: გიორგი კობერიძე, გიორგი რაზმაძე, სერგო გაბრიჭიძე, მიხეილ მესხი და გიორგი ქორჩილავა.
დაძაბული ბრძოლების შედეგად გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა. საქართველოს 2014 წლის საუკეთესო გუნდად “კუნგ ფუ სანდაში” 8 ჩემპიონით ტყიბულის ნაკრები დასახელდა. გამარჯვების ნიშნად მათ მედლებთან და დიპლომებთან ერთად თასი გადაეცათ.
პირად ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: გიორგი რაზმაძე (კლუბი “რატი”), გიორგი კობერიძე (კლუბი “რატი”), ამირან ჭიქაბერიძე (კლუბი “რატი”), გიორგი ჭიჭიკოშვილი (კლუბი “რატი”), ლევანი ცნობილაძე (კლუბი “გიორგი”), გიგა ცქიფურიშვილი (კლუბი “გიორგი”), გიორგი გაბრიაძე (კლუბი “გიორგი”) და გიორგი ბუაძე (კარატეს სკოლა).
ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს “კუნგ ფუს” ფედერაცია იყო. ტყიბულიდან კლუბების შეჯიბრებაზე გამგზავრება კი ტყიბულის სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.
თეონა ჯანელიძე