საქართველოს პარლამენტის წევრი,ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ოთხწლიანი პოლიტიკური მოვლენების დაკვირვების შემდეგ რამდენიმე დასკვნა გამოიტანა.ელისო ჩაფიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„ოთხი წელი და რამდენიმე თვეა, ვაკვირდები პოლიტიკურ მოვლენებს და რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე.
1. ტყიბულში ცხოვრობს საუკეთესო, მშრომელი და ალალ-მართალი ხალხი, რომელიც არ იყიდება.
2.ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საზოგადოება ევროპული ღირებულებებით და არავის სჭირდება ტოლერანტობის ქადაგება.
3. გამონაკლისები წესს მხოლოდ ადასტურებენ.
4. უბედნიერესი ვარ იმით, რომ შევიძინე ათობით უნიჭიერესი და უმამაცესი მეგობარი, რომელთა იმედი უნდა ჰქონდეს ქვეყანას და ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანურ ურთიერთობებზე ღირებული ამქვეყნად არაფერია…
და ბოლოს, ჩვენ ერთად მაინც ავაშენებთ ნამდვილად ღირსეულ, ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, დემოსის მმართველობით, რადგან ქართველი ხალხი მიმნდობი და გულუბრყვილოა, მაგრამ ამავე დროს – ბრძენი…
ეს სტატუსი ერთ ჩემს მეგობართან საუბარმა შთამაგონა. ის მიხვდება, რაზე ვწერ და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ არსებობს… ისე, თუ გაჭირვებული ადამიანები არ ვიყიდებით ჩვენი იდეების საწინააღმდეგოდ, ეს ფულიან-თანამდებობიანი ხალხი რამ გადარია? ეს დილემა ვერაფრით ვერ ამოვოხსენი… მიყვარხართ, ადამიანებო.“