უბნის გახსნისას, საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას, რაც დაუყონებლივ გამოიკვრება უბანში თვალსაჩინო ადგილზე.

სიებთან ერთად, კომისიას გადაეცემა ამომრჩევლის ბარათები, რომლებსაც კომისიის წევრები არიგებენ სიაში მითითებულ მისამართზე. ეს სიის დაზუსტების ერთადერთი მეთოდი არაა. ამასთანავე, ამომრჩეველს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ერთიან სიაში.
როგორ ხდება ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა და კორექტირება – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ნატო კენჭოშვილს მივმართეთ.
„ტყიბულის 57-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 22524 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სიებში უზუსტობები თითქმის არაა, თუ არ ჩავთვლით სოფელ საწირის მე-13 უბნის 52 ამომრჩეველს, რომლებიც ახალსოფლის მე-12 უბნის სიებში აღმოჩნდნენ. ცვლილებების შესატანად, კომისიაში მივიღეთ განკარგულება და შესაბამისი ვადების დაცვით, ანუ არჩევნებამდე 16 დღით ადრე, გადავეცით ცესკო-ს. შესაბამისად, საბოლოო სიები უკვე შესწორებული სახით იქნება წარმოდგენილი. ოლქის მასშტაბით, სიებში მხოლოდ ახლო წარსულში გარდაცვლილები არიან და მათი ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე, მოხდება სიიდან მათი ამოღება“, – აცხადებს ნატო კენჭოშვილი.

„უბანზე 685 ამომრჩეველია რეგისტრირებული. კომისიაში უკვე შემოსულია 32 განცხადება, სადაც განმცხადებლები ბინაზე საარჩევნო ყუთის გაგზავნას ითხოვენ. კანონმდებლობით, ბინაზე ხმის მიცემა, საერთო სიითი შემადგენლობის 3 % შეუძლია, მაგრამ საუბნო კომისია დამატებით სიას წარუდგენს საოლქო კომისიას და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდება სიაში ამომრჩევლის დამატება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან რეგისტრაციისათვის ვადა 5 ოქტომბრამდეა”, – განმარსტავს სოფელ საწირის მე-13 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, ზოია ცირეკიძე.
saarchevno-komisia
ტყიბულის მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიაში ნინო აბულაძე გვპასუხობს, რომ „უბანზე სიით 855 ამომრჩეველია რეგისტრირებული. კომისიის წევრების მიერ უკვე დარიგდა ხმის მიცემის ბარათები. ამ დროისათვის, სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით არავის მოუმართავს. აგრეთვე, აქამდე არ შემოსულა განცხადებები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის შესახებ, რადგან ჯერ კიდევ არის დრო რეგისტრაციისათვის.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „კარდაკარის“ პრინციპით მუშაობდნენ. ამ სამუშაოებმა და ამომრჩევლების არცთუ მრავალრიცხოვნებამ განაპირობა შედარებით ზუსტი სიების მიღება.
სამწუხაროდ, დღესდღეობით მიგრაციის მაჩვენებლები ქვეყნის მასშტაბით მაღალია. ოჯახის სარჩენად წასული ამომრჩევლები რეგისტრაციის მიხედვით, ვერ შეძლებენ ხმის მიცემას, ხოლო თავიანთი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უფლება არ აქვთ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ. შესაბამისად, 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ხმის მიცემის მსურველთა რიცხვი.“

ლელა ზარნაძე

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.tvitmartveloba2
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.