ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ სოფელ წყნორში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა. დეპუტატი იმ გაჭირვებულ ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთაც სოციალური დახმარება მოეხსნათ და უმწეოთა სტატუსით აღარ სარგებლობენ.
ის ჯერ ზოია გოჩელაშვილის ოჯახს ესტუმრა, ხოლო შემდეგ მარტოხელა უშანგი ერაძე მოინახულა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა.
ზოია გოჩელაშვილის თქმით მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ არ აქვთ არანაირი შემოსავალ გარდა 29 წლის უნარ შეზღუდული შვილის პირველი ჯგუფის პენსიისა, რომელიც მის წამლებსაც არ ჰყოფნის. ოჯახს სოციალური დახმარებით გასული წლის მარტის თვის შემდეგ აღარ უსარგებლია და ამაში ის ტყიბულის სოციალური მომსახურების სააგენტოს და აგენტს ადანაშაულებს.
აგენტის მისამართით იგივე პრეტენზია აქვს მარტოხელა პენსიონერს უშანგი ერაძესაც.
ჩვენ ამ საკითხების გარკვევას და ოჯახებში მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას სოციალური მომსახურბის სააგენტოს ტყიბულის განყოფილებაში შევეცადეთ.