ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN ახორციელებს პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში.“
პროექტის ფარგლებში 15 დეკემბერს ტყიბულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის გამოცხდებული საგრანტო კონკურსის კრიტერიუმების, პროცედურების და სხვა დეტალების გაცნობა იყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, არაკომერციული იურიდიული პირების, სათემო ორგანიზაციების, ახალგაზრდულ ცენტრების, ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლებბი და ასევე სხვა დაინტერესებული პირებბი.
შეხვედრის ბოლოს მოხდა, საგრანტო კონკურსით დაინტერესებული პირებისათვის შემუშავებულ სამდღიან ტრენინგ პროგრამაში, მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაცია CSRDG 20,21,22 დეკემბერს წყალტუბოში ჩაატარებს.
საინფორმაციო შეხვედრას PIN-ის პროექტის კოორდინტორი თეონა ფურცხვანიძე უძღვებოდა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. შესაძლებლობების ამაღლებაზე მიმართული ტრენინგები და ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე. აცხადებენ „ადამიანი გაჭირვებაში PIN“-ში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ტყიბულის, ხონის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.