ერთკვირაზე მეტია ტყიბულიდან მაღალმთიან სოფელ მუხურის მიმართულებით საავტომობილო გზა დაკეტილი იყო დიდთოვლიანობის გამო.
ადგილობრივების ინფორმაციით სოფლის ტრაქტორი რომელიც მთაზე გზას წმენდდა,თოვლში იყო ჩარჩენილი და ამდრომდე ვერ პოულობდნენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ტყიბული – მუხურის დამაკავშირებელი გზის თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები, კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტრაქტორით.
დღეს მოხდა აღნიშნული მონაკვეთის თოვლისაგან გაწმენდა და თოვლში ჩარჩენილი სოფლის ტრაქტორის ამოყვანა.აღნიშნულთან დაკავშირებით ტყიბულის გამგეობა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადეას აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –
“4 დღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი.
მოხერხდა ნამქერში ჩარჩენილი ტარქტორის ირგვლივ არსებული ტერიტორიის გაწმენდაც. ტექნიკა მწყობრშია და აგრძელებს სამუშაოებს.დაიწყო სოფლის შიდა გზების გაწმენდაც.
ადგილზე იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები: შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე.
4 დღის მანძილზე, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, 11 კილომეტრიანი მონაკევეთის გაწმენდას ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ დახმარებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. კომუნალური გაერთიანება აწარმოებდა.ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.