პირველად ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში თოჯინების სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.სპექტაკლი სახელწოდებით ,,მგელი და სამი თიკანი” ირმა ცნობილაძის სცენარის მიხედვით რეჟისორმა ლალი კუბლაშვილმა დადგა და მასში მონაწილეობა თეატრის მსახიობებთან ერთად მეორე საჯარო სკოლის მოცწავლეებმაც მიიღეს.
პატარებისათვის შექმნილი საბავშვო წარმოდგენა მაყურებლთა სიმრავლით გამოირჩეოდა.
სპექტაკლი ,,მგელი და სამი თიკანი” უკვე მიწვეულია ბაღდათის თეატრში და ასევე იგეგმება გასტროლი ამბროლაურსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.
ელისო ჭანტურიძე