საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა.
ნიკოლოზ ნათენაძე არის სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, რომლის ძირითადი კვალიფიკაცია არის ევროპის სამართალი; საერთაშორისო კერძო სამართალი; პრივატიზაცია; კორპორატიული სამართალი; გარემოსდაცვითი სამართალი; საინვესტიციო სამართალი და სამოქალაქო სამართალი. ნათენაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის იურიდიული ექსპერტი. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ცნობისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელობდა ანრი ოხანაშვილი, რომელიც წარდგენილი იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. პარლამენტმა დღეს მანანა კობახიძის ადგილმონაცვლედ ოხანაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.