ტყიბულში N1 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.ინფორმაციას ამის შესახებ ტყიბულის გამგეობა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.როგორც გამგეობის განცხადებაშია ნათქვამი 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია 6 თვე გაგრძელდება და მისი ღირებულება 620 927 ლარს შეადგენს.
გამგეობის განცხადებას საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის შესახებ უცვლელად გთავაზობთ.
„ტყიბულში № 1 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. ცუდი კლიმატური პირობების გამო, პირველ რიგში შენობაში, შიდა დემონტაჟი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე გაეცნო, რომელმაც აუცილებლობიდან გამომდინარე დროზე ადრე შეწყვიტა კუთვნილი შვებულება და დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო პროცესს.
გამგებელი მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურების უფროსებთან ერთად საქმის მწარმოებელი კომპანიის -,,რებილდი“-ს წარმომადგენელს შეხვდა და დეტალურად გაიარა ყველა ის ეტაპი, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს.
ტყიბულის № 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტით გათავლისწინებულია ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის საერთო ღირებულება 620 927 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის პროცესში განსაზღვრულია შიდა ინტერიერის ცვლილება, გათბობა, ვენტილაცია, ატრაქციონების მონტაჟი, ეზოს კეთილმოწყობა. ყველა სახის სამშენებლო სამუშაოებზე იმუშავებს ორ-ორი ბრიგადა, რომელიც ძირითადათ ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული.
№ 1 საბავშვო ბაღის პერსონალი და ოთხივე ჯგუფი გადანაწილდნენ № მე-2 და მე-3 საბავშვო ბაღში. არ გასულა არცერთი თანამშრომელი უფასო შვებულებაში. პედაგოგები ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში და პირნათალდ ასრულებენ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს.
№ 1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 6 თვეში დასრულდება და 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს ახალი შენობით შეხვდება.ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.