ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდიის ანსაბლი “მანდილი” მარინა ციცქიშვილის ხელმძღვანელობით ერთი კვირის მანძილზე საგასტროლოდ თურქეთში იმყოფებოდა.ანსამბლი მიწვეული იქნა და მონაწილეობა მიიღო ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად აპრილის თვეში სტამბულში იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები “სიოფის” ორგანიზაცია და სტამბულის ატაშეჰირის რაიონის მუნიციპალიტეტი იყვნენ. მასში მონაწილეობას 20 ქვეყნის წარმომადგენლობითი ბავშვთა ანსამბლი იღებდა. ფესტივალი 20 აპრილს გაიხსნა, ხოლო გალაკონცერტი კი 23 აპრილს გაიმართა. ანსამბლმა “მანდილმა” თურქეთში სამი ცეკვა წარადგინა. “მთიელ ქალთა ცეკვასთან” ერთად ტყიბულელმა მოცეკვავეებმა ფესტივალზე “ილოური” და “უჩხეჟდი” შეასრულეს.
ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ, იქ წარმოდგენილ ანსამბლებს შორის, “მანდილის” შესრულებული ცეკვები საუკეთესოდ იქნა აღიარებული და სტამბულის ატაშეჰირის რაიონის მერიისგან ტყიბულის ანსამბლი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. “მანდილსა” და მის ხელმძღვანელს არაოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ ასევე როგორც სტამბულის ატაშეჰირის რაიონის მერთან და გუბერნატორთან, ასევე განათლების სფეროს ხელმძღვანელობასა და უშიშროების წარმომადგენლებთან.
ანსამბლს გულთბილი დახვედრა მოუწყო ატაშეჰირის რაიონის ერთ-ერთმა სკოლამ. “მანდილის” მოცეკვავეები დაეგობრების მიზნით სტამბულში ყოფნის პერიოდში მასპინძელ თურქულ ოჯახებში იქნენ დაბინავებულნი. მათთვის ასევე ფესტივალის პროგრამის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები, სადაც სტამბულის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
თურქეთში გამართული ფესტივალის მიზანი იქ ჩასული ქვეყნების ურთიერთდამეგობრება იყო. რის შედეგადაც ტყიბულის ქორეოგრაფიული სტუდიის ანსამბლის წევრებმა დაიმეგობრეს არამარტო მასპინძელი ქვეყნის თანატოლები, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. ანსამბლმა “მანდილმა” ასევე მიწვევა მიიღო როგორც ბულგარეთიდან და მაკედონიიდან, ასევე მალაიზიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც.
თეონა ჯანელიძე
http://www.youtube.com/watch?v=fUzs3cc7foA