„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის”TDDF სამოქალაქო განათლების სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდული საბჭოს წევრები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.
ისინი გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის ზოგად პრინციპებს, დაესწრენ სხდომას. შეხვდნენ პარლამენტის წევრს ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს.ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს. შეხვედრებისას ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
“22 მარტს ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ , სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, დეპუტატმა მოსწავლეები ქუთაისის პარლამენტში მიიღო, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ელგუჯა გოცირიძე ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათი საქმიანობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
შეხვედრის ბოლოს, დეპუტატის თხოვნით ახალგაზრდებმა თავადვე დაასახელეს მათ შორის გამორჩეული მოსწავლე, რომელსაც სახელობითი სტიპენდია დაენიშნა.
მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დეპუტატის მორიგი სტიპენდიანტი ლადო მესხი გახდა.“ ნათქვამია მაჟორიტარი დეპუტატის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.