შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.განცხადებას ამის შესახებ შსს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ჯ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მარტს ქ. ტყიბულში, ე.წ. მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ შ.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. მომხდარიდან მესამე დღეს ტყიბულში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მულით)“.ნათქვამია უწყების განცხადებაში.