ტყიბულში, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაწყობებულმა, გადამუშავებული ქვანახშირის პირველადმა ნარჩენებმა აალება დაიწყო.
ამ ფაქტის გამო და წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემით შეწუხებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა და გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
გამსახურდიასა და ბარათაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია აწუხებთ. ისინი მოითხოვენ მათი საცხოვრებელი სახლების წინ განთავსებული გადამუშავებული ქვანახშირის ნარჩენები გაიტანონ ქალაქგარეთ, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
აქციციის მონაწილეებს საქართველოს პარლემენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე შეხვდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების და ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)-“ს წარმომადგენლები.
ელისო ჭანტურიძე