21 ოქტომრის ადგილობრივ ორგანოთა თვითმართველობის არჩევნებზე N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია, განახლებული შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას.

საარჩევნო ოლქში ცესკოს 5 მუდმივმოქმედ წევრს შორის ერთერთ კომისიის წევრს მაკა კახიძეს მიმდინარე წლის აპრილში უფლებამოსილება ამოეწურა და მის მაგივრად ცესკოს მიერ არჩეული იქნა თეონა ბოჭორიშვილი.

ასევე საოლქო საარჩევნო კომისიაში რამდენიმე პარტიის კომისიის წევრის ცვლილება მოხდა და რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი დაემატა კომისიას.

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩასატარებლად, ტყიბულის საარჩევნო ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის გამოცხადებულ კონკურსში 307 განაცხადი იყო შესული. საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 სექტემბერს განაცხადები განიხილა და კონკურსის შედეგად 222 წევრი შეარჩია.

როგორც ტყიბულის საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნატო კენჭოშვილმა გვითხრა,საუბნო კომისიის წევრები კონკურსის მიხედვით იქნა შერჩეული საოლქო სარჩევნო კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

ტყიბულის სარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბანია გახსნილი სადაც სულ 481 კომისიის წევრია დასაქმებული,საოლქო კომისიის მიერ არჩეული 222 წვრი და პარტიების მიერ დანიშნულები,481კომისის წევრიდან 124 არის მამაკაცი ხოლო 357 ქალია.
კონკურსის შედეგად ვინც ვერმოხდა საუბნო კომისიებში, „ოკრიბანიუსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მათ მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილება აქვთ,ასევე არიან საარჩევნო მოხელის სერთიფიკატის მფლობელი, მაგრამ ეს გამოცდილება საოლქო კომისიამ არგაითვალისწინა და ისინი საუბნო კომისიის წევრებად არ აირჩიეს.

როგორც ყოფილი კონკურსანტები ამბობენ ასე იმიტომ ხდება რომ, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არარიან სასურველი კადრი.

კითხვაზე რაშუაშია ხელისუფელება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევასთან?- ამბობენ რომ, საკრებულოს თავჯდომარემ შეადგინა საუბნო კომისიის წევრების სია და მისი რეკომენდაციით მოხდა საარჩევნო უბნების კომისიის წევრების შერჩევა,თუმც ამის მტკიცებულება არავის აქვს. ისინი ამას კულუარულად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ასკვნიან.

კონკურსანტები უკმაყოფილებას პირად საუბრებში არმალავენ, ხოლო ღიად საუბარს ამსაკითხზე ერიდებიან რომ რაიმე პრობლემები არშეექმნათ სამსახურებში როგორც მათ ასევე მათი ოჯახის წევრებს.

ლევან კევლიშვილი ერთ-ერთი კონკურსანტია რომელსაც შეტანილი ჰქონდა განაცხადი სოფელ საწირის სააარჩევნო უბნის კომისის წევრობაზე, მაგრამ უარი ეთქვა.

კევლიშვილი სხვებისგან განსხვავებით ამსაკითხზე ღიად საუბრობს და ამბობს -„ უკვე მეორე წელია შემაქვს განაცხადი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მსურს ვიმუშაო ჩემს სოფელში საუბნო კომისის წევრად, რადგანაც მაქვს მრავალწლიანი საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება,ასევე მიღებული მაქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი,მაგრამ ამ გამოცდილებას არავინ ითვალისწინებს და არც იმას მეუბნებიან თუ რის გამო არმოხდა ჩემი კომისიის წევრად შერჩევა. სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ და როდესაც გაიგებს მშოლები და მოსწავლეები რომ კომისიის წევრად არშემარჩიეს მრცხვენია ამის,რასიფიქრიბენ ჩემზე“ აცხადებს ლევან კევლიშვილი.

ტყიბულში იმასაც ამბობენ რომ, ერთერთი კანდიდატის დას ჰქონდა შეტანილი განაცხადი კომისიის წევრობაზე, რომელსაც მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილება აქვს,მაგრამ ისიც არიქნა არჩეული კომისიის წევრად, იმიტომ რომ სიის შემდგენლისათვის სასურველი კანდიდატი არარის.

ხოლო ერთერთი განაწყენებული კონკურსანტი რომელსაც მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილება აქვს და ასევე მიღებული აქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი წელსაც არიქნა შერჩეული საოლქო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წვრად, რის შემდეგაც ის ქართული ოცნების შტაბში დაიბარეს და პარტიიდან ჩასვეს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ტყიბულის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო საკითხების ცოდნის დაბალი დონე შეიმჩნეოდა,კომისიის წვერების უმრავლესობა ვერ ერკვეოდა თავიანთ ფუნქციებში და მოვალეობებში,ფიქსირდებოდა შეცდომები საარჩევნო ოქმების შევსებისას.

როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელსაც „საარჩევნო სისტემების განვითარების,რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ს ტრენერები აქტიურად ატარებს სასწავლო ტრენინგებს კომისიის წევრებისათვის და იმედოვნებენ რომ კომისიის მუშაობა ეფექტური იქნება.

წინასარჩევნო პერიოდში უკვე ფიქსირდება საუბნო კომიის წევრთა აქტიურობა სოციალურ ქსელში,რომლებიც თავიანთ მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ საარჩევნო სუბიექტების მიმართ,რაც მათ კანონით ეკრძალებათ.

საარჩევნო კომისიის წევრები უმეტესად საჯარო სამსახურში დასქმებულები არიან, მათ ერთდროულად უწევთ საჯარო სამსახურში და საარჩევნო კომისიაში თავიანთი უფლებამოსილების შესრულება.

აქვს თუარა უფლება ხელსისუფლების წარმომადგენელს ჩაერიოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, ასევე საარჩევნო კომისიის წევრს რამდენად აქვს უფლება გამოხატოს მხარდაჭერა წინასარჩევნო პერიოდში რაიმე ფორმით ნებისმიერი საარჩევნო სუბიეტის მიმართ, ამ საკითხების შესახებ კომენტარი „საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავჯდომარის მოადგილეს და ქუთაისის ფილილის ხელმძღვანელს – გიორგი სანტურიანს ვთხოვეთ.

როგორც სანტურიანმა განგვიმარტა -„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო,რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან,შესაბამისად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი განსაზღვრავს ვის არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.ამ ჩამონათვალში მოცემულია საარჩევნო კომისიის წევრიც, შესაბამისად საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით წინასაარჩევნო აგიტაცია. კომისიის წევრის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

გიორგი სულაძე
„ოკრიბანიუსი“


სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.