ხანძარი იყო 23 აპრილს ბერეკაშვილის 3 ნომერში. სახელაშვილების სახლს ცეცხლი დაახლოებით დღის 12 საათზე გაუჩნდა. სახლში იმ მომენატისათვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა ხანძრის არსებობა მათ მეზობელმა შეატყობინა. თავდაპირველად ცეცხლი სავარაუდოდ სხვენში ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ტყიბულის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი სახანძრო მანქანა შვიდი ეკიპაჟით მუშაობდა. დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი სახელაშვილების სახლის სხვენში მალევე იქნა ლოკალიზებული.
ამ დღეს აქვე იყო მობილიზებული პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
თეონა ჯანელიძე