“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს,ასოციაციის განცხადებას”ოკრიბანიუსი” უცვლელად გთვაზობთ.
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“GRMA წევრი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას. გარდა იმისა, რომ იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
გიორგი იაკობაშვილი ასევე შეურაცხყოფს და აკნინებს არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას და როლს, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტებას.
ჩვენთვის, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ეს კატეგორიულად მიუღებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი გამოვლინებაა, რადგან გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტის მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერით არის არჩეული.
რეგიონულმა მედიამ ბოლო პერიოდში არაერთ გამოწვევას გაუძლო და დაამტკიცა, რომ პროფესიული სტანდარტების დაცვით, ერთგულად და ღირსეულად ემსახურება საზოგადოებას.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და გაემიჯნონ მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეული პირის განცხადებას.ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ხელს ასოციაციის წევრი მედია ორგანიზაციები აწერს.
გაზეთი “მთავარი თემა სამეგრელოში”; გაზეთი “აჭარა პს”; “ჩემი ქობულეთი”; გაზეთი “გურიის მოამბე”; გაზეთი “კახეთის ხმა”; გაზეთი “სპექტრი”; გაზეთი “ალიონი”; გაზეთი “თრიალეთის ექსპრესი”; მედიასახლი “პოსტსკრიპტუმი” www.psnews.ge; გაზეთი “ახალი გაზეთი”www.newpress.ge;გაზეთი“გურიანიუსი“;“ოკრიბანიუსი” www.okribanews.ge; “სამხრეთის კარიბჭე” www.sknews.ge ; გაზეთი “ჩემი იმერეთი“; გაზეთი “ბორჯომი“; გაზეთი „სვანეთი“ www.svanetiinfo.ge ; „ქვემო ქართლის საინფორომაციო ცენტრი“ ; „შიდა ქართლის საინფორომაციო ცენტრი“; გაზეთი “ზუგდიდი“.