10 აპრილს ტყიბულში საბავშვო თეატრალური ფესტივალის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. თეატრალური კვირეული სახელწოდებით ,,ბავშვი და თეატრი” მოსწვლე – ახალგაზრდობის სასახლეში ოთხი დღის მანძილზე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ.
თეატრალური კვირეულის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე არაერთი კონკურსი გაიმართა, მათ შორის მხატვრულ კითხვასა და ლიტერატურული ნაწარმოების ინსცენირებაში, სადც ბავშვებმა ფილმებიდან ისტორიები სცენაზე გადმოიტანეს და საყვარელი გმირები მაყურებლის წინაშე გაცოცხლეს.
თეატრალურ ფესტივალზე მოზარდების ნამუშევარს ოთხ წევრიანი ჟიური აფასებდა. თუმცა გამარჯვებულები არა ადგილების არამედ ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ. შესაბამისად ფესტივალში მონაწილე ყველა სკოლას სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თეატრალური ფესტივალი ტრადიციული ხასიათისაა და მას უკვე რამდენიმე წელია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მასპინძლობს.
ელისო ჭანტურიძე