ტყიბულში პოლონური ფონდის – „საერთაშორისო სოლიდარობის“ დირექტორი და ამავე ფონდის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
პოლონური ფონდის წარმომადგენლები „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს TDDF“- ს ეწვივნენ და ფონდის მიმდინარე საქმიანობას გაეცვნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს TDDF -ის სამომავლო გეგმებზე, პერსპექტივებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
პოლონური ფონდის წარმომადგენლებმა ასევე „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF“-ის წარმომადგენლებისგან მოისმინეს მოსაზრებები რეგიონის პრობლემატიკის და პერსპექტივების შესახებ.
შეხვედრის შემდეგ პოლონელი სტუმრები ადგილებზე გასვლით გაეცნენ მუნიციპალიტეტში პოლონური დახმარების პროგრამით დაფინანსებულ ინიციატივებს. ასევე ისაუბრეს საქართველოში „საერთაშორისო სოლიდარობის“ მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.