ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკაში ბეტონის ქარხანასთან, ორპირი-ცუცხვათის დამკავშირებელი გზის დაგების სამუშაოებზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ რამდენიმე თვის დავალინება ამ დრომდე არ მიუღიათ, თუმცა სამუშაოები არ შეუწყვეტიათ და წელიწად ნახევრის განმავლობაში 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი დააგეს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ყაზახური კომანია ,,ყაზახ დოსტროი” და ქვეკონტრაქტორი კომანია GK building ასრულებდა. ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუშები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მოატყუა, რადგან მათ თანხა სრულად გადაურიცხეს და სწორედ ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მუშებს დავალიანება არ აუნაზღაურა.