რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს გორგიამ“ (“Global Benefits Georgia”) „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ თანამშრომლებისთვის სოციალური აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში კომპანიის მიერ დაზღვეული 900 ბენეფიციარისთვის და ასევე მათი დაუზღვეველი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და ახლობლებისთვის სამედიცინო გამოკვლევების ჩარატება მოხდა. სრულიად უსასყიდლოდ პროფესიონალ ექიმთა ჯგუფის დახმარებით ადგილზევე იყო შესაძლებელი სამედიცინო კონსულტაციისა და რიგი კვლევების ჩატარება.
მეშახტეთა ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად ამ დღეს ტყიბულში „მზიურიმედის“ მედიკოსთა პედიატრიული გუნდი და წამყვანი პედიატრი, თემურ მიქელაძე ჩამოვიდა. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ასევე „გლობალ ბენეფიტს გორგიას“ პარტნიორი სამედიცინო ცენტრების „ციტო“, „ოფთალმედი“, „ენმედიცი“, „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“, „ნიუდენტი“ და „ბომონდის“ გამოცდილი და პროფესიონალი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები, რომელთაც განსხვავებული პრობლემატიკის მქონე პაციენტებს კონსულტაციები გაუწიეს.
სამედიცინო აქცია ტყიბულში „გლობალ ბენეფიტს გორგიას“ (“Global Benefits Georgia”-ს) სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით განხორციელდა. სადაზღვევო კომპანია მსგავსი ტიპის აქციების ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში მომავალშიც გეგმავს.
თეონა ჯანელიძე