თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი ტყიბულში იმყოფებოდა. მათ ტყიბულელ მაყურებელს ამ დღეს თეატრის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლი „მაუგლი“ წარუდგინეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზში აღნიშნულ სპექტაკლს უამრავი მოზარდი დაესწრო. ფერად, კოსტუმირებულ და მუსიკალურ წარმოდგენას მაყურებელი ოვაციებითა და ტაშით შეეგება. გრიბოედოვის სახელობის თეატრის ტყიბულში ვიზიტს სპონსორობა სამშენებლო კომპანია „რედ კომ“ და მისმა ხელმძღანელმა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, მირიან ქათამაძემ გაუწია. წარმოდგენა ამ დღეს ტყიბულელი ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოდ გაიმართა, რისთვისაც ისინი მადლიერებას გამოხატავდნენ და კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ეს დღე დასამახსოვრებელი და სასიხარულო იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი კავკასიაში ერთ-ერთი უძველესია და ის 173 წელს ითვლის.
თეონა ჯანელიძე