დღეს ტყიბულში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ 14 საათზე ახალსოფლის წყალსაცავთან მოხდა, სადაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი წყალში გადავარდა.ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში მცხოვრები 24 წლის უჩა ბერძული და დედოფლისწყაროში მცხოვრები დალი გელაშვილი. ორთავე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტურაში არიან გადასვენებული.
ელისო ჭანტურიძე