“წელს, აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით 10%-ია”, განაცხადა სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.
ზურაბ ხიდაშელის ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა დასავლეთ საქართველოში თხილის 8 000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვა.
მეცნიერი განმარტავს, რომ ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა თუ რამდენად დიდი იყო განსხვავება შეუწამლავ და აგროკალენდრის წესებით გათვალისწინებული ღონისძიებებით დაცულ მოსავალს შორის. ხიდაშელის თქმით, დაზიანებულ თხილის ნიმუშებში გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. მეცნიერი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, თხილის კულტურა წელს ძირითდად სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.
ნიმუშებზე დაკვირვება ამჟამადაც მიმდინარეობს, საბოლოო პასუხებს კი სამეცნიერო კვლევით ცენტრში ოქტომბრის დასაწყისში გაგვაცნობენ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.