გთავაზობთ ინოვაციურ, წყალგაუმტარ, მსუბუქ და კომპაქტურ უკაბელო ყურსასმენებს პორტატული დამტენით.

სპეციალური ტექნოლოგია ახშობს გარე ხმაურს, რაც იძლევა საშუალებას მკაფიოდ და დეტალურად მოისმინოთ დინამიკის ხმა. ჩამონტაჟებული მაღალმგრძნობიარე მიკროფონი უზრუნველყოფს კავშირს ხარვეზების გარეშე.

მაღალი ხარისხი, თანამედროვე და ამავედროულად ერგონომული დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტულ მოხმარებას. ყურსასმენები საიმედოდ მაგრდება ყურზე და გამოდგება როგორც აქტიური სპორტული დატვირთვის, მათ შორის ცურვის დროს, საჭესთან, ასევე სახლსა თუ გარეთ მუსიკის მოსასმენად.

ყურსასმენების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი მოდელის პლანშეტთან და სმარტფონთან და სამუდამოდ გაგათავისუფლებთ კაბელებისაგან.

Dubspot გთავაზობთ უკაბელო ყურსასმენებს – ქართულ ბაზარზე ინოვაციურ ტექნოლოგიურ სიახლეს. უკაბელო ყურსასმენებს გააჩნია პორტატული დამტენი ბლოკი, ცალკეულ მოდელებს კი შეუძლიათ თქვენი მობილური ტელეფონის დატენვა, რაც სამუდამოდ გაგათავისუფლებთ კაბელებისაგან, რომლებიც ყოველთვის ხელს გიშლიან, იხლართებიან და ფუჭდებიან.

2018 წლის ყველა მოდელი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, არის ტრენდული ევროპასა და ამერიკაში. ჩვენ გაძლევთ გარანტიას ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.