ტყიბულის მკვიდრი ირა სოფრომაძე რომელიც წლებია ემიგრანტად იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ემოციურ წერილს აქვეყნებს,ის ამწერილით წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას მიმართავს.

ირა სოფრომაძე წლების მანძილზე იყო ტყიბულის რაიონის საწირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი. ტყიბულში დამოუკიდებელი ინსტიტუტის „გელათის“ ლექტორი,საბავშვო თეატრ „ბაირახტარი“ს დამაარსებელი და რეჟისორი, იყო სერთიფიცირებული ადვოკატი სისხლის სამართალში და ფსიქოლოგი.

საქართველოში საქმიანობისას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სიგელები და ჯილდოები საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობაში შეტალი წვლილისათვის.

ირა სოფრომაძე არის ”ქართული დიასპორა იტალიაში“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის გემგეობის თავჯდომარე, დაჯილდოვებულია წარმატებული ემიგრანტი ქალის ტიტულით, საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. არის პოეტ პროზაიკოსი და არაერთი ღონისძიების ავტორი,რითაც ქართულ კულტურას აცნობს იტალიას.

ირა სოფრომაძეს წერილს უცვლელად გთავაზობთ –

საარჩევნო ბუკლეტი

მე მგონი გამოგადგება, ჩემო არჩეულო და მოწონებულო მთავრობა, ეს ბუკლეტი საარჩევნოდ.

ეს ჩემი ბებიაა..არც დედაჩემის დედაა და არც მამაჩემის და არც ახლო ნათესავი, მაგრამ ის შენ გახადე ჩემი ბებია
. რა უჭირს მერე??? კარგი იყოს , რა უჭირს”.რადგან ასე გინდა.

ახლა კარგად მომისმინე!
დღეს მოვიდა ბებიას ქალიშვილი და მეუბნება: იცი, დღეს სამსახურში ვთქვი ,დედაჩემის მომვლელს სამი უნივერსიტეტი აქ დამთავრებული. 11 წელი სკოლის დირექტორი ყოფილა, არის ფსიქოლოგი და ადვოკატი..არ დამიჯერესო.მე თავი გამოვიდევი ,ჩემი თვალით ვნახე მისი დიპლომები იტალიურად ნათარგმნიო.

მერე ჩემმა მეგობარმა მითხრაო..არ მიკვირს დედაჩემის მომვლელსაც უნივერსიტეტი აქ დამთავრებული მასწავლებელიაო.ისიც ქართველიაო.

მერე ვიღაცას უთქვია ,,ეს ქართველები ყველა განათლებულები და დიპლომიანები არიანო. საინტერესოა
რატომ ვერ პოულობენ თავიანთ ქვეყანაში სამსახურსო.

მართლა მიკვირს – მომიბრუნდა მერე მე ბებიას ქალიშვილი..და ისეთი თვალებით გადმომხედა ,იძულებული ვიყავი, ამეხსნა, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი.

მე…მე რას ვიზამდი, ცუდს ხომ არ ვიტყოდი, ჩვენი ქვეყნის მთავრობაზე, მართველ გუნდზე, ავდექი და ყველაფერი ეკონომიურ კრიზისს დავაბრალე და არა თქვენ უნიათობას,

,,ჩემო რჩეულო”, იმდენი ვილაპარაკე, კინაღამ მეც დავიჯერე,რომ თქვენ არაფერ შუაშია ხართ და ამ დროს შუაშია კი არა თქვენ ხართ თავი და თავი ამ უბედურების.

ინტელიგენცია ,, ჩაგვრეცხესო, ვწუხდით წინა მთავრობაში, დღეს ჩასარეცხადაც აღარ დავრჩით მგონი.

რამდენმა ახალი შექნმილი ოჯახი დატოვა .დატოვა მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი და გადარჩენისთვის უცხოეთში წავიდა, სამუშაოდ ქმარ-შვილის მონატრებით ბევრი დაავადმყოფდა.სულის ტრამვის გარდა სხვა დაავადებებიც შევიძინეთ,
რომელიც ნერვოზმა დაღად დაგვასვა.

ბევრს ოჯახი დაენგრა.ბევრს უკან დაბრუნებულს შვილი ვეღარ ცნობს და ქმარი გაუცხოვების თვალით უყურებს,
ზოგი რძალმა ზედმეტად ჩათვალა უკან დაბრუნებული.

ასე აირია და დაინგრა ოჯახები,ასე განადგურდა მათი მომავალი,ბევრი დავიტირეთ და ისე გამოვაცილეთ მონატრებულ სამშობლოში.

აქ მარტო უმაღლეს განათლებაზე არ მაქ საუბარი.ეს იმიტომ ავღნიშნე, რომ ამათ თავს ვაწონებთ ჩვენი განათლებით ქვეყანას კი ვსაყვედურობთ..ყველა ქალბატონი ისედაც უმაღლესი განათლებითაა,ცხოვრების სკოლამ მისცა მას ეს დიდება. ოჯახი, შვილები, შვილიშვილები..ეს აკადემიაა…და ამ სიმდიდრეს მონატრებულები ცხოვრების ულამაზეს წლებს მათზე მონატრებაში ატარებენ.

ეს ჩვენ, ჩვენ ვართ ამ დღეში ემიგრანტობაში, ვინც მანდ დავტოვეთ, ჩვენზე უარეს დღეში არიან ალბათ …
დაბრუნდით მერე, რას გადაგვაყოლეთ თქვენი ემიგრანტობაო, იტყვის მავანი, უგულო, ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვალაპარაკებს.როგორ დავბრუნდეთ? პირადად მე 500 ლარის წამალი მჭირდება თვეში აუცილებელად( მარტო xalelto,მე მგონი საქართველოშიც ასე ქვია, ფასდაკლებაზე 210 ლარი ღირს და სხვა…პენსია?.????? ოოოოოოო…ეს არ გამახსენდა,

პენსია ხომ გვაქ მართლა, დიდებულიაააა. რა გელაპარაკოთ ამის შემდეგ…ხედავ მთავრობა,რომ ქვეყანა შიმშილის ზღვარზეა და დაცარიელდა.

ვატყობ მალე დაკეტილი სახლების მთავრობა დარჩები, ან ჩამოსახლებული უცხოელების. საქართველო ქართველების გარეშეო, ნატრობდა მტერი და შენ ეხმარები ხომ?? ვერ მოგართვი “ჩვენ დავბრუნდებით”და ჩვენ სანატრელ სამშობლოს მტერს არ დავუთმობთ.ახლა მეტყვი ვიცი,რომ ახალგაზრდა აღარ ვარ?? ჩემზე ახალგაზრდები ბევრი გყავს პარლამენტში?? მაშინ მე იმას გეტყვი, რომ ბევრს განათლებითაც ვჯობივარ და ქართული ღირებულებების სიყვარულითაც.მართლა დაბოლილები ხართ, თუ ვერ ხედავთ, რა დღეშია ხალხი.ამ მარიხუანაზე ლაპარაკიც აღარ მინდა,მე მგონი მართლა მოგზავნილი ხართ, ქვეყნის გასანადგურებლად.ეს სლოგანად გამოიყენეთ.ბუკლეტში საინტერესო იქნება სურათი და მერე ნახეთ,ხალხი სულ ტაშით და გრიალით მოგცემთ ხმას.

ვაი, ჩვენ პატრონს.
და უი თქვენსას..
***********

იცით, რა არის ემიგრანტობა?

ემიგრანტობა მონატრებაა, მწუხრად
რომ გადევს,
ემიგრანტობა ტკივილია ღია იარის.

ემიგრანტობაა, რომ გვიგზავნის
განსაცდელს ამდენს,
ემიგრანტობა ტანჯვა არის, დრო
რომ არ გადის.

ემიგრანტობა დაკარგვაა დროთა
სივრცეში,
ემიგრანტი ხარ დარჩენილი
ნატვრაში მუდამ,
სიკვდილის შიში ჩაგდგომია
სულის სიღრმეში,
შავ ეშმასავით გარს, რომ გაკრავს
და შენთან უნდა.

ემიგრანტი ხარ? ამტანი ხარ,
ფიქრობენ ასე,
იქნებ ფიქრობენ, გული არ გვაქვს,
ამიტომ შევძლებთ,
კი, მართალია, გული დაგვრჩა
ტკივილით სავსე,
მარტო შემოვრჩით მებრძოლებად
ამ მტანჯველ ნერვებს.

თუ ეს წამება სასჯელად გვაქვს,
უნდა გავუძლოთ,
და მონატრებებს სიზმარშიდაც
რომ არ გვასვენებს,
რას შეგვჭამეთო, შემოგვძახებს,
ვიღაც უგულო,
ჩვენი გვტკივა და არ ვამადლით
ვინმეს ამ ცრემლებს.

უპატრონოდ ხარ, წილნაყარი
სიმარტოვესთან,
შეძლებ, არ შეძლებ, აქ ხომ შენი
არვის ადარდებს,
არვინ ფიქრობდა, რომ წარსულიც
მიგვატოვებდა,
გამოუწყვიათ გასაშრობად ცრემლები
დარდებს.

ზოგს დაბრუნებულს შვილი ვერ
ცნობს შორით უცქერის,
ისე გაზრდილა დედა ლამის
დავიწყებია,
ის კი ითვლიდა უსაშველოდ გაწელილ
წუთებს,
გაუცხოება დაბრუნებულთ მწარე
ხვედრია.

ემიგრანტობა ტანჯვა არის სულს
დამჩნეული,
გაფრენილ წლებში ნაადრევი
სიბერე ჩადგა,
სიცარიელეს ჩაუქოლავს დრო
გაქცეული,
შენგან წარსული დაკარგულად
ითვლება რადგან.
……
ემიგრანტობა მონატრებაა მწუხრად,
რომ გვადევს,
ემიგრანტობაა, რომ გვიგზავნის
განსაცდელს ამდენს.

ირა სოფრომაძე
იტალია
ემიგრანტი ვარ.
17-09 2018