მეშახტეთა პატარა ქალაქში მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა საუკუნეა არსებობს.
საქართველოს ბევრ ქალაქში ჯერ კიდევ ბურთი არ იყო გაგორებული, როცა 1930-იან წლებში ტყიბულში ნახშირით დამტვერილ მოედანზე მძიმე შრომით დაღლილი, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით და მეგობრობით გულანთებული მეშახტეები ერთმანეთს ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ.
ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როცა ტყიბულში გერმანელი ტყვეები ჩამოასახლეს, მათ შექმნეს მოხალისე ფეხბურთელთა გუნდი, რომლებიც ხშირად ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ ტყიბულელთა გუნდთან. სწორედ აქ ნახეს პირველად ადგილობრივმა ფეხბურთის მოყვარულებმა გერმანელების მიერ “ჩამოტანილი” საფეხბურთო ფინტები და ტექნიკური თამაში, რაც მათგან ტყიბულელმა ფეხბურთელებმაც ისწავლეს, იმასაც ამბობენ იმ დროს ტყიბული გერმანულ ფეხბურთს თამაშობდაო.
იყო 1960/70-იანი წლები, როცა მეშახტე საბჭოთა კავშირის A კლასში ღირსეულად ასპარეზობდა, ასეთი პატივი კი სულ რამოდენიმე ქართულ კლუბს ხვდა წილად.
იყო 1980 და 1981 საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოგება
ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ წარმატებას კლუბმა 2016 წელს “ეროვნული ლიგა 2”-ში გადასვლით მიაღწია, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ერთი სეზონი იასპარეზა და “ლიგა 3”-ში დაქვეითდა.
კიდევ უამრავ ამბავს გვიყვება კლუბის ხანგძლივი ისტორია, მაგრამ ამაზე სხვა დროს მოგითხრობთ
2018 წლის სეზონი – კლუბმა მიზნად დაისახა საუკეთესო ათეულში მოხვედრა, პირველი წრე საკმაოდ იმედიანად დაიწყო, თუმცა ჩემპიონატის ნახევარი გასული არ იყო გაჩნდა უამრავი პრობლემა, წარუმატებელი მატჩები, პირველი წრის ბოლოს გაჩნდა რეალური საშიშროება კლუბის ქვედა ლიგაში დაქვეითების.
2018 წლის 1 აგვისტოს მეშახტე ახალგაზრდა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ ჩაიბარა, რომელიც წლების წინ ფეხბურთელის რანგშიც იცავდა ტყიბულელთა ღირსებას
რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდის შემყურე ერთეულებს თუ სჯეროდა ახალგაზრდა მწვრთნელის, რომელმაც მოსვლისთანავე დაიწყო წარმატებული ნაბიჯებით გუნდთან ერთად სვლა.
ის კლუბის ერთადერთი თავკაცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც საკუთარ სტადიონზე 100%-იანი შედეგი 6-დან 6 გამარჯვება აქვს, 2013 წლის სეზონში დავით რუხაძის მწვრთნელობის დროს იყო შემთხვევა, როცა კლუბს ჰქონდა 7 მატჩიანი მოგებათა სერია საკუთარ კედლებში, თუმცა მას რამოდენიმე საშინაო მარცხი უძღვოდა წინ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 6 მოგებიდან გუნდმა 5-ში გოლი არ გაუშვა, მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლო მეტოქემ ტყიბულელთა კარის აღება:
მეშახტე 2:0 გურია
მეშახტე 1:0 გარდაბანი
მეშახტე 3:0 იმერეთი
მეშახტე 1:0 ბეთლემი
მეშახტე 2:1 სამეგრელო
მეშახტე 2:0 ალგეთი
ლევან ჯოხაძემ შეძლო ტყიბულში ფეხბურთის დაბრუნება და როგორც თავიდან დავასათაურეთ მან ტრიბუნასაც დაუბრუნა გულშემატკივრები, რაც არანაკლებ რთულია ვიდრე ყველა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულო.
ერთ-ერთი გულშემატკივრის დღევანდელი წერილი:
“50 წელზე მეტია ტყიბულის მეშახტეს ერთგულად ვგულშემატკივრობ, არაერთი გამოცდილი და პროფესიონალი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილი მინახავს ჩვენი გუნდი, მაგრამ ასეთი მიზანდასახული, გულწრფელი, ენერგიული და გამარჯვებისთვის შემართული ახალგაზრდა არ მინახავს. მიეცით ამ ბიჭს შანსი და ის მეშახტეს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ტრიბუნიდან გაწვრთნილ გუნდს 7 ქულა აეღოს, ასეთი რამ სხვა დროს არ მახსენდება (ჩხოროწყუს სამეგრელოსთან ჯოხაძეს მსაჯთან კამათის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს, მას ტრიბუნიდან უწევს გუნდის გაწვრთნა, 3 შეხვედრაში 2 საშინაო მატჩი მოიგო, ერთი გასვლა ფრედ ითამაშა)” წარმატებები ლევანს და მეშახტეს.
წყარო- საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.