საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ტყიბულელ მეშახტეებს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ:საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე,თერჯოლა -ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, პრემიერი მათ დაპირდათ, რომ შახტში საწარმო პროცესი დეკემბერში აღდგება და ასევე ესაუბრათ ქალაქის განვითარების პერსპექტივაზე.
მეშახტეების განცხადებით, პრემიერმა მათ უთხრა, რომ ტყიბულში აშენდება სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.