28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ტყიბულის მუნიცპალიტეტში 21 791 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული,
მათგან არჩევენბზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა 12539-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც მთელი დღის მანძილზე ხმის მიცემა შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 3 საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივარი პროცედურულ დარღვევებზე, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ოფიციალური მონაცემებით N57-ე ტყიბულის საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 37 საარჩევნო უბნიდან 30 უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, 7 უბანზე გრიგოლ ვაშაძემ.
სალომე ზურამიშვილს ტყიბულის მუნიციპალიტეტში 6660-(54,16%) მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, გრიგოლ ვაშაძეზე 5637 (45,84%)-მა ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.
შეგახსენებთ რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით.