ტყიბულის მუნიციპლიტეტის კურსების თემში შემავალ სოფელ „გელათის დასახლებას„(მაღაროს)
რომელიც ისტორიული სოფლის გელათის მიმდებარედ მდებარეობს რამდენიმე წლის წინ სოფლების დამისამართებისას სახელწოდება გაუუქმდა და ეწოდა სოფელი კურსები. რამაც „გელათის დასახლების“ მცხოვრებთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე წელია ცდილობს სოფლისთვის ისტორიული სახელის დაბრუნებას.დახმარების თხოვნით მათ თითქმის ხელისუფლების ყველა ინსტაციას მიმართეს,მაგრამ უშედეგოდ.
შემდეგ მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით დაიქირავა კერძო ადვოკატი და ცდილობენ კანონის ფარგლებში დაუბრუნონ სოფელს სახელი.
გელათის დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა (ისტორიული საზღვრების
მიხედვით) „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გამოვლენილ საჭიროებებშიც აისახა.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დღეს გელათის დასახლებაში გაიმართა შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან კობა რობაქიძესთან. შეხვედრაზე ისაუბრეს დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ და გაფორმდა შესაბამისი ოქმი.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა კახაბერ კვირიკაშვილმა „ოკრიბანიუს“ განუცხადა – „სოფელ კურსების-გელათის დასახლების მოსახლეობა ითხოვს კანონის ფარგლებში სახელის ცვლილებას და თავისი ისტორიული სახელი სოფელ გელათის დარქმევას,რაც იმთავითვე შეუთანხმდება სოფელ გელათის მოსახლეობას.“