ტყიბულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახია, რომელიც სახელმწიფო დახმარების პროგრამით სარგებლობს.
სოფელ დაბაძველში მცხოვრები ცირეკიძეებიის მრავალშვილიანი ოჯახისთვის ერთადერთ საარსებო წყაროს, თვიდან-თვემდე სწორედ სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სოციალური დახმარება წარმოადგენს.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მათ არცთუ ისე სახარბიელო პირობებში უწევთ ცხოვრება.
ცირეკიძეების გაჭირვებას უმუშევრობასთან ერთად ისიც ემატება, რომ ოჯახის უფროსი მძიმე ავადმყოფია, თუმცა მას საპენსიო ასაკიც კი არ აქვს, რათა თავისი პენსიით საჭირო და აუცილებელი მედიკამენტები შეიძინოს.
ელისო ჭანტურიძე