ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს შორის, რომელთაც უკიდურესად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, ერთ-ერთი გამორჩეულია არაბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ ცუცხვათში.
ოჯახის უფროსი იური არაბიძე 5 ქალიშვილის მამაა და არაერთი მცდელობისა უმუშევარი, მის ოჯახი კი თვიდან-თვემდე მხოლოდ სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
არაბიძეების ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს, საკვების სიმწირესა და მინიმალური საჭიროების ნივთების არარსებობას თან ერთვის სახლი ავარიულ მდგომარეობაში, სადაც ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს თითოეული მათგანისთვის.
ელისო ჭანტურიძე