საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ტყიბულელი ილია სულამანიძე გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში დღეს თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა, სადაც ფინალში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ დუშელი გიორგი კარიაული დაამარცხა და გამარჯვება იპონით მოიპოვა.
ილია სულამანიძე ტყიბულის ძიუდოს დარბაზში 5 წლის ასაკიდან დღემდე ვარჯიშობს, მისი მწრთვნელი გია ობოლაძეა.
ფოტო ვიდეო მასალა საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.