ტყიბულში ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე გუშინ ჩამოშლილი ქვანახშირის და მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს,
გარდაცვლილი 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანია. დაღუპულის ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქუთაისში გადაასვენეს.
სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე და დილით მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.