ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუხურაში მცხოვრები მეფუტკრე გიორგი კირკიტაძე რომელსაც 100 ოჯახი ფუტკრის სკა გაუნადგურდა დახმარებას ითხოვს.
მეფუტკრემ „ოკრიბანიუს“ განუცხადა რომ,მისი ფუტკრის დახოცვა იმ უბანში, სადაც სკები იყო განთავსებული, ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარის გაშვებამ გამოიწვია, რაშიც შესაბამის სამსახურს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი თქმით, შეწამვლის დაწყებამდე მისი ოჯახი არ გააფრთხილეს, რის გამოც დაახლოვებით 50 ათას ლარამდე ზარალი მიადგა.
კირკიტაძე ზარალის ანაზღაურებას და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან შეხვედრას ითხოვს.