ტყიბულში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმყოფებოდა.
ელიზაბეთ რუდი ტყიბულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდ TDDF”-ში, ორგანიზაციის წარმომადგენლებს ზაზა გოჩელაშვილს, ზურაბ მიქიაშვილს,მარიამ ლომთაძეს და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს ზაკ ვაითს და ქენდრა ბუპრეს შეხვდა, გაეცნო მათ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
ასევე, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა ადგილობრივი ჟურნალისტი გიორგი სულაძე, ესაუბრა მას რეგიონში მედია, არასამთავრობო და სადამკვირვებლო საქმიანობის შესახებ.
„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, ელიზაბეთ რუდი ტყიბულში ოფიციალური ვიზიტით „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელის“, ჟურნალისტ გიორგი სულაძის მოწვევით იმყოფებოდა.