ტყიბულში მუნიციპალიტეტის მერიასთან ტყიბულელი მოსწავლეები შეიკრიბნენ და საქართველოში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს,
ასევე ახალგაზრდებმა თბილისში პარლამენტთან აქციაზე მყოფებს თანადგომა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების თქმით მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მისვლა და სიტყვით გამოსვლა,რამაც ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია.
მოსწავლეები ამბობენ რომ მათი არჩევანი ევროპა და დასავლური ღირებულებებია.