რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპლიტეტში
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა,დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის „არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში, გაიხსნა სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მწვანეთა მოძრაობის ინფორმაციით,სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შედეგად მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა: აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.
პროექტის მიზანია ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით და ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმოზინაციის მხარდაჭერა. სოციალური ჯგუფების მობილიზაცია. პროექტის სამიზნე რეგიონებია მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი.
ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის რეგიონში არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა,დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი .