ქალბატონი ნაირას სევდიანი ამბავი წლების წინ დაიწყო,

თერჯოლაში მცხოვრებ ახლაგაზრდა ცოლქმარის ცხოვრებაში მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ბავშვი გაჩნდა, რომელიც რამდენიმე კვირის იყო ავად რომ გახდა და მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს, როგორც ქალბატონი ამბობს ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად მისი შვილი გონებრივად შეზღუდული გახდა.

ოჯახი ბავშვის ავადმყოფობის გამო რაიონიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, ახალგაზრდა ხელოვან ცოლქმარს მძიმე 90-იან წლებში დედაქალქში ცხოვრების და ბავშვის მკურნალობის საშუალება არჰქონდათ და ისინი მალევე მშობლიურ თერჯოლაში დაბრუნდნენ საცხოვრებლებლად.

ნაირა ნიკოლაძე თერჯოლის სამხატვრო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა,ასევე სამხატვრო გალერიის თანამშრომელი იყო. მეუღლე პროფესიით ქორეოგრაფია და სხვადასხვა დროს ქუთაისის და თერჯოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდა. მათი ხელფასი იმდენად მწირე იყო რომ თანხა ოჯახს სარჩენადაც არკმაროდათ, არათუ ბავშვის სამკურნალოდ. ქალბატონის მეუღლემ ზურაბ ქემოკლიძემ 33 წლის ასაკში რეპეტიციისას ტრამვა მიიღო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახდა.რის შემდეგაც ოჯახის ერთად-ერთი მარჩენალი ქალბატონი ნაირაა,წლებია მან იტვირთა ოჯახის მოვლა პატრონობა.

შვილის სკოლიდან გამოშვებამ ნაირა ნიკოლაძეს გადააწყვეტინა თერჯოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა დღის ცენტრი დაეარსებინა, მიზნის შესასრულებლად წლები მძიმე და რთული გზა განვლო და მიზანს მიაღწია, 2011 წელს თერჯოლაში შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრი „იმედის სხივი“ დააფუძნა,სადაც დღეს 6-დან 18- წლამდე 12 ბენეფიციარი სწავლობს,რომლებსაც 7 საუკეთესო თანამშრომელთან ერთად დღის მანძილზე ქალბატონი ნაირა საკუთარი შვილივით უვლის.

როგორც ნიკოლაძემ გვითხრა დღის ცენტრში სწავლის მსურველები სხვებიც არაინ მაგრამ მათ ვერიღებს ცენტრში კანონით გათვალისწინებული ფართის სიმცირის გამო.

ასევე 18 წლის შემდეგ როდესაც ბენეფიციარები ზრდასრულები ხდებიან მათ უწევთ დღის ცენტრის დატოვება, რაც ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია როგორც ბენფიციარისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის და ცენტრისთვის.

ქალაბატონი ნაირა ამბობს, დღის ცენტრს რომ ჰქონდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი, შესაძლებელია ცენტრში ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა და ზდასრული ასაკის 18 დან 30 წლამდე ჯგუფის შექმნა.

ნაირა ნიკოლაძე შვილთან ერთად

თერჯოლის დღის ცენტრი „იმედის სხივი“ს დამფუძნებელი და დირექტორი,ნაირა ნიკოლაძე „ოკრიბანიუს“ თავისი განვლილი ცხოვრების მძიმე და სევდიანი ამბების შესახებ ესაუბრა –

„თხუთმეტი წელი ველოდით მე და ჩემი მეუღლე შვილის შეძენას, მრავლწლიანი ლოდინის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში გიორგი შემოვიდა რომელიც დღეს 23 წლისაა. ბავშვი 6 კვირის იყო როდესაც დაიწყო ჭირვეულობა. მაშინვე მივმართეთ ექიმს და მას დაუსვეს სეფსისის დიაგნოზი რაც მცდარი აღმოჩნდა. მას რეალურად ჰქონდა შიდა ქალის წნევა და არასწორმა მკურნალობამ მიიყვანა გულყრებამდე, ამ პროცესმა კი საბოლოოდ დააზიანა თავის ტვინი, შედეგად დღესდღეობით გიორგი არის გონებრივად შეზღუდული.

გიორგის ასაკის მატებასთან ერთად იმატებდა პრობლემები და მუდმივად ვფიქრობდი მათ გადაჭრაზე.ეს ხდებოდა მძიმე 90-იან წლებში როდესაც ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სპეციალური სკოლები და სარეაბილიტაციო ცენტრები. შესაბამისად, გიორგი შევიყვანე ჩვეულებრივ სკოლაში, საიდანაც მასწავლებელმა ერთ თვეში გამოგვიშვა იმ მიზეზით, რომ გიორგი სხვა ბავშვებსაც ხელს უშლიდა სწავლაში, მაშინ მე იქ მოვკვდი. შემდეგ მივაკვლიე ერთ-ერთ სპეციალურ სკოლას თბილისში და ერთი წელი გადავედით, თუმცა ოჯახური პრობლემების გამო წამოსვლა მოგვიწია და გიორგი მივიყვანე ზესტაფონის დღის ცენტრ „ორიონ“-ში, სადაც მცირე პერიოდო სწავლობდა.

ბოლოს, კი იმდენი ადამიანი გავიცანი, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ მსგავსი ცენტრის არსებობა თერჯოლაში, გადავწყვიტე მეშველა, როგორც ჩემი შვილისთვის, ასევე სხვა ბავშვებისთვისაც და შევუდექი დღის ცენტრის დაარსების საქმეს. ბევრი კეთილი ადამიანის დახმარებით შევძელით კიდეც. დღესდღეობით საჭირო და ხარისხიან მომსახურებას ვაწვდით არაერთ ადგილობრივს.

მალევე გამოჩნდა ახალი პრობლემა, ჩემი შვილი გადასცდა 18 წელს და მას კანონით აღარ ეკუთვნის დღის ცენტრში სიარული. ასეთი არაერთი ბენეფიციარი გვყავდა, რომლებსაც მოუწიათ სახლში ჩაკეტვა და იმ ყველაფრის დავიწყება რის სწავლებასაც ჩვენ წლები მოვანდომეთ. აუცილებელია, რომ რაიონში არსებობდეს მსგავსი სახის სერვისი 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც.

ჩემი ცხოვრება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ბევრი რთული წელი გავიარე, მაგრამ მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება დავცემულიყავი. ჩემს უკან იდგა ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე და შვილი, რომლის აღზრდასაც ათჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა, ვიდრე სხვებს. მიზნად კი არამარტო ჩემი შვილის არამედ მასთან ერთად სხვა ბავშვების,მათი მშობლების დახმარებაც დავისახე და მიზანს მივაღწიე შევქმენი „დღის ცენტრი“ რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

მადლობელი ვარ ჩემი თანამშრომლების,ბავშვების და მათი მშობლების, კეთილი ადამიანების, რომლებიც მუდამ გვერდში მიდგანან და მამხნევებენ ცხოვრების რთულ გზაზე,ყოველთვის მაძლიერებს მათი თანადგომა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ამბობს ნაირა ნიკოლაძე.

ნაირა ნიკოლაძე შვილთან ერთად

დღის ცენტრი თერჯოლის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილში არის განთავსებული, მათ არქვთ ბუნებრივი აირი,რადგანაც გაზის შეყვანა ოფისში საკმაოდ ძვირია,რისი საშუალებაც ცენტრს არაქვს.

ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს ქვეპროგრამით ვაუჩერული სისტემით ფინანსდება.მათ შეძლებისდაგვარად ეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება,ასევე ეხმარებიან კეთილი ადამიანები და იმედი აქვთ რომ კიდევ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები ვინც გვერდით დაუდგებათ და დახმარებას გაუწევთ, რომ ცენტრმა სრულყოფილად შეძლოს თავისი საქმინაობის განხორციელება თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

გიორგი სულაძე

ფოტოები ნაირა ნიკოლაძის ფეისბუქის გვერდიდან.