ტყიბულელი ძიუდოისტი ილია სულამანიძე 19 ოქტომბერს მაროკოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ფინალამდე სულამანიძემ რუსი მატვეი კანიკოვსკი, დანიელი მატიას მადსენი, უნგრელი პეტერ არვალი და კორეელი ჯაევუ სიმი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა მაროკოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვიდეომასალა – www.sportall.ge ვებ გვერდიდან