ქალაქ ტყიბულის 80-წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – „წოდება ,,ტყიბულის საპატიო მოქალაქე“ მიენიჭა:
ამირან ბოჭორიშვილს – მინდელის სახელობის შახტის N 4 ნახშირმომპოვებელი უბნის მიწისქვეშა გამყვან მუშას, წარჩინებული შრომისთვის არაერთი საპატიო წოდების მფლობელს;
გრიგოლ ბრეგაძეს- ღვაწლმოსილ პედაგოგს, ღირსების ორდენისა და სხვადასხვა საპატიო წოდების მფლობელს განათლების სფეროში;
ქეთევან ლოსაბერიძეს -მრავალი ტიტულის მქონე სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონს მშვილდოსნობაში;
სევერიან შერბაკოვს – დამსსახურებულ, მრავალსტაჟიან დეკორატორს, რომელიც ბუნების დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელია;
ლილი სანიკიძეს -მუნიციპალიტეტის დამსახურებულ ექიმს, პირველი კატეგორიის ექიმის წოდების მფლობელს, რომელსაც მიღებული აქვს უამრავი სამადლობელი წერილი, მთავრობის ჯილდო და ქების სიგელი.