ტყიბულის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი ერთ მეტრზე მეტია,
შეფერხებით მოძრაობს ავტოტრანსპორტი როგორც ქალაქის ასევე სოფლების მიმართულებით,რის გამოც მოსახლეობას პრობლემები ექმნებათ გადაადგილებისას.
მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა გზის გარეშეა დარჩენილი, როგორც ადგილობრივები ამბობენ ამდრომდე არ არის გაწმენდილი შიდასასოფლო გზები, ვერმოძრაობს ტრანსპორტი და გადაადგილება შეუძლებელია.
გაწმენდილია გზა ტყიბული ქუთაისის და ტყიბული თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სადაც ტრანსპორტი მცირე შეფერხებით მოძრაობს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – ტყიბულის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, გზების გაწმენდითი სამუშოები დილიდან დაიწყო. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც იწმინდება ქალაქის ცენტრალური, შიდა საუბნო და სოფლებთნ დამაკავშირებელი გზები. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სოფლის მიმართ და არსებული რესურსის გამოყენებით ატარებს შესაბამის ღონისძიებებს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემბის გადასაჭრელად.განუცხადეს „ოკრიბანიუს“მერიაში.