საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.
სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად: მოეწყო სუფთათ თლილი ტუფის ქვით კარნიზები და თაღები; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე კარების გარშემო მოეწყო სუფთათლილი კირქვის თაღები და სწორხაზოვანი ლილვები;გადაყვანილ იქნა კამარა და კონქი კირქვით,შემდეგ კი გაილესა კირხსნარით ;დაიგო იატაკი კირქვის ფილებით;დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა მაგარი ჯიშის ხის მასალისაგან ლითონის ელემენტებით მორთული; შეივსო სახურავი პემზაბეტონით,რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით;სახურავი გადაიხურა თუნუქით ლორფინის იმიტაციით სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ი.მ. „ბეჟან ყაველაშვილმა“ განხორციელა. ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.