ტყიბულში, მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასის მომატებას მოითხოვენ.
მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ღამით შახტიდან ამოსვლისას ლიფტი გაიჭედა, რომელშიც 22 მეშახტე იყო. როგორც მეშახტეები ამბობენ, ადმინისტრაცია მათი პრობლემით არ დაინტერესდა.
მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობაზე უარს აცხადებენ და შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართონ. მეშახტეების თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა.