ტყიბულში მეშახტეებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში საწარმო პროცესი აღდგება.
როგორც რამდენიმესაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, გაგა ისაკაძემ განაცხადა, მოხდა შეთანხმება კომპანიის წარმომადგენლებთან, ხვალიდან შახტებში გაგრძელდება მუშაობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მეშახტეებს მიეცეს გაცდენილი დღეების ანაზღაურება, მოხდეს ხელფასების ბონუსური მატება.
ისაკაძის ინფორმაციით, მეშახტეებს 27 აგვისტოდან გაუფორმდებათ მემორანდუმი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პირობები.