გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მონასტერთან 2 ეტაპად განხორციელდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით- I ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.
II ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს, მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება, მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა.
ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
გელათის მონასტერთან განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა
✨გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო✔პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.➡სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა#ინფრასტრუქტურა𝟚𝟘𝟚𝟘
Posted by საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო on პარასკევი, 26 ივნისი, 2020