ტყიბულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოხალისეობის ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე ორბელიანი საქართველოს კოორდინირებითა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ტყიბულსა და ჭიათურაში მიმდინარე ახალგაზრდული იდეების კონკურსის შედეგები შეჯამდა. ტყიბულელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ქონდათ 5 იდეის განხორციელებისათვის მიეღოთ დაფინანსება.
ფორუმს ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი ლუიზა ვინტონი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და რუსთავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
უშუალოდ ფორუმის გახსნამდე სტუმრებმა მოინახულეს ორბელიანი საქართველოს კონკურსში გამარჯვებული პროექტები – „ჩვენი სკვერი ნიკნეულაზე“, „TDDF-ის STEM კლუბი“ და „წიგნის სკვერი“.
ფორუმის სიურპრიზად იქცა, დაფინანსებულ პროექტებს შორის ორბელიანის ვებსაიტზე გამართული კონკურსის შედეგად გამარჯვებული ახალგაზრდული იდეის „TDDF-ის STEM კლუბის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დანიელ გელანტიას ფულადი პრიზით დაჯილდოება.
პრიზი გამარჯვებულს, ლუიზა ვინტონთან და მზია გიორგობიანთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლომთაძემ გადასცა.
ფორუზე, ასევე დაჯილდოვდნენ ჭიათურისა და რუსთავის პროექტებს შორის გამარჯვებულებიც.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია და ფოტო მასალა.