არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტმა დაასრულა ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტრეინინგები,
სადაც მონაწილეობას იღებდა ტყიბულში მცხოვრები 60-მდე ახალგაზრდა, მათ შორის შ.შ.მ. პირი.
ორგანიზაციის ინფორმაციით ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ტრეინინგებში ჩართული და მათი ცნობიერება საარჩევნო საკითხებში კიდევ უფრო გაიზარდა.
სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტი მადლობას უხდის ცესკოს სწავლების ცენტრს ფინანსური მხარდაჭერისთვის და ასევე ყველა ორგანიზატორს ტრენერებს და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას და კულტურული ობიექტების გაერთიანების თანამშრომლებს გაწეული თანადგომისათვის.
ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და მოვახერხეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა რაც აისახა ტრეინინგის სწორ მიმდინარეობაზე. ორგანიზაცია კვლავაც იმუშავებს ისეთ მიმართულებაზე რომელიც გაზრდის სამოქალაქო ჩართულობას ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში მონაწილეობის კუთხით და გვაქვს იმედი რომ ახალგაზრდები კვლავაც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს ღონისძიებებში. ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
R